ძებნა
კომპანია

მოგესალმებით ბივ მოტორსის ოფიციალურ ვებ გვერდზე

 

   კომპანია ჩამოყალიბდა 2007 წელს და ამ დროიდან წარმატებით ახორციელებს ავტო სათადარიგო ნაწილების იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვეშინია სირთულეების და ამიტომაც არჩეული გვაქვს ისეთი რთული განხრა ავტო ნაწილების სფეროში, როგორიცაა იაპონური და კორეული ავტომობილების მომსახურება, ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს მომხმარებელთა მოთხოვნილებებს და მათი დაკმაყოფილების მიზნით მუდმივად ვზრდით წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტს. კომპანიის კვალიფიციური სპეციალისტები ფლობენ წლების განმავლობაში დაგროვილ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ამ დარგში და წარმატებით იყენებს მას პროდუქციის შესარჩევად კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. სიზუსტე კომპანიის პრიორიტეტია. ჩვენი კომპანიის მაღაზიებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ იაპონური და კორეული ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ფართო სპექტრი, ამჟამად ასორტიმენტი მოიცავს 15000-ზე მეტ პოზიციას.

 

   ასორტიმენტი მოიცავს ნაწილებს როგორც ორიგინალების, ასევე დუბლიკატების მწარმოებლებისაგან. მათ შორისაა: FEBEST, ASHIKA, NTY, KAMOKA, THG, KEBONO, RBI, SEIKEN, RIK, NPR, TP, TAIHO, NDC, NPW, NOK, PAYEN, GMB, NIPPON, MOTORAD, STARMANN, DENSO, ASIMCO, NiBK, NGK, KOYO, NTN, NSK, MUSASHI და მრავალი სხვა.

 

   პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით ნებისმიერი პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან კომპანიის შესაბამის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.

 
  ჩვენ განუწყვეტლივ ვადევნებთ თვალ-ყურს იმპორტირებული პროდუქციის ხარისხს. ხდება სანდო მომწოდებლების შერჩევა და გადამოწმება. პროდუქცია მარკირებულია სტიკერებით კომპანიის ლოგოტიპით. ჩვენი ლოგოტიპი დარეგისტრირებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ”საქპატენტის” მიერ როგორც შპს ”ბივ”-ის სასაქონლო ნიშანი (მოწმობის ნომერი M21591)

 

   სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებული სტატისტიკური შედეგების რანჯირების საფუძველზე ნაციონალურმა ბიზნეს-რეიტინგების კავშირმა შეიმუშავა საქართველოს საწარმოების საყოველთაო რეიტინგი 2013-2014 წლების შედეგების მიხედვით, რომელშიც ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაციაში "ავტომობილების დეტალებით, კვანძებით და საკუთნოებით ვაჭრობა" - შპს "ბივ"-მა დაიკავა მე-14 ადგილი (ოქრო) ტოპ-100 საწარმოებს შორის და მე-5 ადგილი (ოქრო) თბილისი ტოპ-30 საწარმოებს შორის კრიტერიუმით - "ჯამური ადგილი"- მიხედვით. მოცემული მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ საქმიანობის სფეროში და დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით და ღირსების ნიშნით. კომპანია "ბივ"-ს მიენიჭა საპატიო წოდება "დარგის ლიდერი 2015".

 

ბრენდები