ძებნა
VIN ნომერი

ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)

 

   1981 წლის შემდეგ გამოშვებულ ყველა ავტომობილს აქვს უნიკალური 17 სიმბოლოიანი ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (Vehicle Identification Number). VIN-ს ასევე აქვს სხვა მრავალი გამოყენება. მაგალითად, ავტონაწილების მაღაზიები და ავტოსერვისები იყენებენ ვინ კოდს ავტომობილის მწარმოებლის მიერ დამონტაჟებული ძრავის, ტრანსმისიის და სამუხრუჭე სისტემების იდენტიფიკაციისთვის და ნაწილების სწორად შესარჩევისთვის. VIN კოდი მანქანაში რამოდენიმე ადგილზე მდებარეობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ძარაზე, ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ VIN კოდი საქარე მინაზე ან მძღოლის მხარეს კარის ჩარჩოს სტიკერზე . VIN კოდი ასევე ჩაწერილია ავტომობილის საბუთებში, ავტომობილის ტექ. პასპორტში, სატრანზიტო საბუთებში. სიმბოლოები VIN კოდში შეიცავს ინფორმაციას ავტომობილის გამოშვების წელის, მწარმოებლის, მოდელის, გამოშვების ადგილის შესახებ და სხვა მრავალ ინფორმაციას. VIN კოდის დეკოდირება ნიშნავს ამ სიმბოლოების გაშიფვრას, რისთვისაც სპეციალური პროგრამები გამოიყენება. VIN კოდის შედგენის დროს თითქმის ყველა ავტომობილების მწარმოებელი კომპანია იცავს საკონტროლო რიცხვის გამოთვლის წესებს.  სტანდარტის შესაბამისად კოდი 17 სიმბოლოსგან შედგება. გამონაკლისს წარმოადგენენ იაპონური ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილები და ზოგიერთი სპეც. ავტომობილი.  იაპონური ბაზრისთვის წარმოებულ ავტომობილებს ვინ კოდის ნაცვლად აქვთ შასის (ანუ ძარის) ნომერი, რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს, რაც ვინ ნომერი. შასის ნომერი როგორც წესი ასოებით იწყება და ციფრებით გრძელდება, მათი რაოდენობა სხვადასხვა სხვადასხვა მწარმოებლებთან 9-დან 12-მდე მერყეობს მოდელისის მიხედვით.

ბრენდები