მოგესალმებით შპს ბივ–ის ოფიციალურ ვებ
გვერდზე. კომპანია ჩამოყალიბდა 2007 წელს და ამ დროიდან წარმატებით
ახორციელებს ავტო სათადარიგო ნაწილების იმპორტსა და რეალიზაციას
საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვეშინია სირთულეების და ამიტომაც
არჩეული გვაქვს ისეთი რთული განხრა ავტო ნაწილების სფეროში, როგორიცაა
იაპონური და კორეული ავტომობილების მომსახურება, ყოველდღიურად ვადევნებთ
თვალს მომხმარებლების მითხოვნილებებს და მათი დაკმაყოფილების მიზნით
მუდმივად ვზრდით იმპორტირებული პროდუქციის ასორტიმენტს. ჩვენი
კომპანიის მაღაზიებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ იაპონური და
კორეული ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ფართო სპექტრი, ამჟამად ჩვენი
ასორტიმენტი მოიცავს 7000-ზე მეტ პოზიციას. კომპანიის კვალიფიციური სპეციალისტები
დაგეხმარებიან სათადარიგო ნაწილების სწორად შერჩევაში.
ასორტიმენტი
მოიცავს ნაწილებს როგორც ორიგინალების,
ასევე დუბლიკატების მწარმოებლებისაგან: THG, KEBONO,
RBI, SEIKEN,
RIK, NPR, TAIHO,
NDC, NPW, NOK,
PAYEN, GMB, NIPPON, MOTORAD,
STARMANN, SUMITOMO, DENSO, ASIMCO, FEBEST და
მრავალი სხვა.
ჩვენ გამუდმებით ვადევნებთ
თვალ-ყურს იმპორტირებული პროდუქციის ხარისხს. პროდუქცია მარკირებულია
სტიკერებით კომპანიის ლოგოტიპით. ჩვენი ლოგოტიპი დარეგისტრირებულია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ”საქპატენტის”
მიერ როგორც შპს ”ბივ”-ის სასაქონლო ნიშანი (მოწმობის ნომერი
M21591)
